მოხსენების სათაური :
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის
ქ. სენაკის
მე- 2 საჯარო
სკოლის მე-
4 ბ კლასში
ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე
: „გადავარჩინოთ დედამიწა”.
კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს ,კლიმატზე
შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ბუნებრივმა ფაქტორმა :ვულკანურმა ამოფრქვევამ,
მზის ნათების ცვლილებამ ,ადამიანთა დაუდევრობამ და ა. შ
ჩვენი, ადამიანების მოვალეობაა გავუფრთხილდეთ ბუნებას
, დავიცვათ იგი ამ საფრთხეებისაგან , რათა შემდეგში თავიდან ავიცილოთ ისეთი დიდი პრობლემა
, როგორიცაა გარემოს დაბინძურება. პროექტ-გაკვეთილი მიზნად
ისახავდა :
# გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი
საფრთხეების დასახელებას.
# მოსწავლის ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერისი პროდუქტის
შექმნას თანაკლასელებისა და მასწავლებლის დახმარებით.
# დანაგვიანებული
გარემოსადმი ნეგატიური დამოკიდბულების განვითარება.
# შემოქმედებისა
და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება- ჩამოყალიბებას.
პროექტ-გაკვეთილის აქტუალურობა : პროექტ-გაკვეთილი აქტუალურია ,რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გარემოს დაცვის პროცესში.დანაგვიანების
შედეგად მიღბული საფრთხეების
დაძლევასა და გათავისებას.მოსწავლეთა
ჩართულობას შემოქმედებით პროცესში,ფანტაზიის უნარის გამოვლენასა და განვითარებას.
პროექტ-გაკვეთილის შედეგები :
ბუნ. 7 მოსწავლეს
შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ა) აკვირდება გარემოს , საუბრობს
ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებზე.
ბ) გამოთქვამს მოსაზრებას გარემოს
გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ქართ.
6 მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს და აღიქვას სხვადასხვა ტიპის ტექსტი
ს.გ. 3. მოსწავლე
გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეთოდები და პროცესის
მოკლე აღწერა :
აქტივობა # 1 „გონებრივი იერიშის ” რუკა - „ როგორ გადავარჩინოთ
პლანეტა ”(2-3 წთ.)
შესაძლო პასუხები:(
გარეოს დასუფთავება,მცენარეების მოვლა, არ გავჩეხოთ ტყე, დავრგოთ ხეები, ნარჩენებისაგან
გაწმენდა......)
დავრგოთ ხეები
|
მცენარეების მოვლა
|
გარემოს დასუფთავება
|
როგორ გადავარჩინოთ პლანეტა?
|
ნარჩენებისგან
გაწმენდა
|
აქტივობა - #2
. ჯგუფური მუშაობა :(8 – 10).
I ჯგუფი:
რა არ მოსწონთ იმ გარემოში სადაც იმყოფებიან
?
II ჯგუფი : როგორ
ხდება გარემოს დანაგვიანება ?
III ჯგუფი : როგორ უნდა
მოვიქცეთ , რომ გარემო არ დავანაგვიანოთ ?
IV ჯგუფი : რა უნდა ვიღონოთ დანაგვიანებული
გარემოს გასასუფთავებლად?
აქტივობა # 3
. წუთშესვება - მუსიკის თანხლებით „ ტყე შეუნახე შვილებსა...“(ხალხური).(2-3 წთ).
აქტივობა # 4
. ჯგუფური მუშაობა : სიტუაციური ამოცანის „დავეხმაროთ დედამიწას ” - დასრულება . (10-15წთ.)
,, დედამიწა ავად გახდა
”
-
ამ ქვეყნად ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა , რომელიც
ძალიან ცნობისმოყვარე იყო. თუ მისი თანატოლები თოჯინებით ირთობდნენ თავს , მისი საყვარელი
სათამაშო „გლობუსი“ იგივე დედამიწა იყო. გლობუსით თამაში ძალიან საინტერესო იყო რადგან
გოგონა მისი დახმარებით ბევრ ახალ უცნაურ აღმოჩენას აკეთებდა. მან აღმოაჩინა რომ ,
დედამიწაზე წყალი ბევრად მეტია , ვიდრე ხმელეთი.
-
ერთ დღეს „დედამიწამ“ ფერი დაკარგა , სუნთქვა შეეკრა
და ცუდად გახდა.
-
დედამიწა ავად გახდა!დედამიწა ავადაა! - ატყდა განგაში...
-
გოგონამ ავადმყოფი სასწრაფოდ ლოგინში ჩააწვინა და მის
მოვლას შეუდგა.
-
თქვენი აზრით , რა სჭირდება დედამიწას რომ გამოჯანმრთელდეს?
-
როგორ გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა?
-
ასახული ეპიზოდი თქვენი ფანტაზიით გადმოეცით ნახატის
სახით.
აქტივობა #5
. ასფალტზე ხატვა.( 15 წთ.)
აქტივობა # 6 . საკლასო საუბარი - ბავშვების ნამუშევრების
დაყრდნობით.
-
დისკუსია საკითხის ირგვლივ
აქტივობა # 7
. გაკვეთილის შეჯამება - დასკვნის გამოტანა ,ფაქტების შეჯერება.
აქტივობა # 8
. შემაჯამებელი შეფასება , ნამუშევრის შეფასება .
დასკვნა:
ჩატარებული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებმა გააცნობიერეს გარემოს მნიშვნელობა
და გაითავისეს თავიანთი როლი გარემოს დაცვის საქმეში.მიეჩვივნენ შემოქმედებით პროცესში
ჩართულობას და საკუთარი ფანტაზიით ნამუშევრების შექმნას.
საგნებთან- ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
v ხელოვნება
v მუსიკა
v ქართული
v ბუნება.
კლასი : მე - 4.
მოსწავლეთა ასაკი : 8
-9 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა : 2 თემატური ერთეული.
რესურსი - გლობუსი , ფორმატის ფურცლები , ფერადი ფანქრები
, კალამი , დაფა ,ფერადი ცარცი , სტიკერები
, მაგნიტოფონი.
პროექტ-გაკვეთილის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასის
მასწავლებელი სოფიო შეროზია.
Комментариев нет:
Отправить комментарий