სსიპ
ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის მე-2 საჯარო სკოლის
II - ბ
კლასის მასწავლებლის
სოფიო
შეროზიას
გაგება-გააზრების გაკვეთილის
დაგეგმვის სქემა ქართულში:
2016 წელი
სასწავლო საკითხი:
ნონა მიქელაძის „მაიმუნი მუმუ“.
|
კლასი: II - ბ
|
საჭირო დრო:
1 გაკვეთილი
- 45 წუთი
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასათაურებს ტექსტს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა,
შემეცოდა და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას:
წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
·
ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·
შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან
მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
·
ყურადღებას აქცევს და იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი
ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
|
|
საჭირო მასალები:
საკითხავი
წიგნები წყვილებისათვის, თაბახის დიდი და პატარა ფურცლები, სათამაშო მაიმუნი (განწყობისათვის),
სამუშაო ბარათები, აქტივობის ბარათები, მაგნიტური
დაფა, შავი დაფა, კალამი, პატარა სტიკერები.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·
მოსწავლეები ფლობენ წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
·
შეუძლიათ მცირე მოცულობის მარტივი შინაარსის ტექსტების
დამოუკიდებლად კითხვა და გააზრება.
·
წაკითხულის მიხედვით კითხვაზე ადეკვატური პასუხის
გაცემა.
·
გამომუშავებული აქვთ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევა.
|
|||
მიმოხილვა;
|
|||
რა
არის გაკვეთილის მიზანი:
·
მხატვრული ტექსტის
კითხვა და ანალიზი.
·
წაკითხულის გაგება-გააზრება.
·
აზროვნების განვითარება.
·
ლექსიკური ერთეულებზე მუშაობა.
|
|||
|
|||
გაკვეთილის შედეგად მოსწავლეს:
|
|||
ეცოდინება:
მცირე მოცულობის, მარტივი
შინაარსის ტექსტების დამოუკიდებლად კითხვა და გაგება-გააზრება. ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება,
ლექსიკური ერთეულების ამოცნობა.
შეეძლება: (უნარ-ჩვევები)
·
ყურადღების კონცენტრირება;
·
სხვისი აზრის
მოსმენა და გათვალისწინება.
·
თავისუფალად მსჯელობა.
|
|||
წინასწარი
შეფასება:
·
გაკვეთილის სტრუქტურა და შინაარსის შეესაბამებოდა
ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებდა მოსწავლეთა საერთო დონესა და ინტერესებს.
·
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები მიზნად ისახავდა
ზუსტად მიღწეულიყო დასახული მიზანი.
|
|||
გაკვეთილის დაგეგმვა:
გამოწვევა
·
მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნისა და სასწავლო საკითხის გაცნობა.
·
განწყობისათვის სათამაშო მაიმუნის ჩვენება და მის
გარშემო საუბარი.
·
ვარაუდების გამოთქმა წაკითხვამდე.
შინაარსის რეალიზება
·
ტექსტის კითხვა, გააზრება.
·
პრეზენტაცია.
რეფლექსია
·
განხილვა ტექსტის წაკითხვის შემდეგ.
·
„სიტყვის პირამიდაზე“ მუშაობა.
·
გაკვეთილის შეჯამება.
|
|||
გაკვეთილის
ფაზები:
|
|||
I წინასწარ
A-ფაზა
გამოწვევა:
აქტივობა N 1 ( 2-3
წთ)
მოსწავლეებს სათამაშო მაიმუნის ჩვენების შემდეგ, დავუსვამ კითხვებს:
_ რა იციან მაიმუნის შესახებ?
_ რა სმენიათ მასზე?
_როგორი ცხოველია იგი და სად ბინადრობს?
მათი გააქტიურებისა და გამოწვევის შემდეგ...
აქტივობა N 2 ( 3 წთ)
წიგნის ილუსტრაციის ჩვენება, ხდება ვარაუდების გამოთქმა, რა შეიძლება
მოხდეს მოთხრობაში, რაზე იქნება საუბარი და ა. შ.
წიგნების დარიგების შემდეგ, მოსწავლეები ეცნობიან თაბახის ფურცელზე დაწერილ
სიტყვებს, რომელიც ტექსტში შეხვდებათ და მათ სავარაუდო პასუხებს ვუწერთ გვერდით.
|
II განმავლობაში
B-ფაზა
შინაარსის რეალიზება:
აქტივობა N 3 (10 წთ)
წიგნების დარიგების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ
წყვილებში, შემდეგ წყვილები უკითხავენ ერთმანათს.
წყვილებში კითხვის
შემდეგ ერთიანდება ჯგუფი, უზიარებენ ერთმანეთს წაკითხულის შინაარსს, მასწავლებელი
სვამს რამდენიმე საკონტროლო კითხვას, იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც შედარებით
უჭირთ გააზრება.
აქტივობა N 4 ( 10
-15 წთ)
მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგდებათ სამუშაო ბარათები:
I-II ჯგუფი: შეავსონ სქემა „თავიდან-მერე-ბოლოს“.
III – IV ჯგუფი:
შეავსონ „პერსონაჟის რუკა“.
V- ჯგუფი: აქტივობის ბარათი:
ამოწერონ მოთხრობიდან ის სიტყვები, რომლებსაც დაესმის კითხვები: რა? როგორი? რა ქნა?
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს.
|
III შემდეგ
C-ფაზა
აქტივობა N 5 ( 5-9 წთ)
ჯგუფების მიერ წარმოდგენილი
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება მოკლე განხილვა-დისკუსია.
მოსწავლეები ადარებენ
თავიანთ გამოთქმულ ვარაუდებს ტექსტში წაკითხულ ამბავს, აჯამებენ ტექსტის შინაარსს.
აქტივობა N 6
ლექსიკურ ერთეულებზე
მუშაობა:
ჯგუფებში ურიგდებათ
მოსწავლეებს სამუშაო ბარათები „სიტყვის პირამიდა“, მუშაობენ იმ სიტყვებზე, რომლებზეც
გაკვეთილის დასაწყისში გამოთქვეს ვარაუდები, ეხლა კი კონტექსტის მიხედვით განმარტავენ
ზუსტად. დასრულების შემდეგ წარადგენენ კლასის წინაშე და მოკლედ განიხილება საკითხი.
აქტივობა N 7
გაკვეთილის შეჯამების
შემდეგ მოსწავლეები პატარა სტიკერებზე წერენ
შთაბეჭდილებებს, გაამართლა თუ არა მათი მოლოდინი გაკვეთილმა და თუ არა, რას ისურვებენ
შემდეგში.
შეფასება:
მოსწავლეთა მუშაობა ყოველი აქტივობის შემდეგ ფასება
განმავითარებელი კომენტარებით.
|
|
მთელ კლასთან მუშაობის
კომპონენტი;
აქტივობა N 1 - მთელი კლასი
აქტივობა N 2 - მთელი კლასი
აქტივობა
N 3 - წყვილური
აქტივობა N 4 - ჯუფური
აქტივობა N 5 - ჯგუფური
აქტივობა N 6 ჯგუფური
აქტივობა N 7 ინდივიდუალური
|
დიფერენცირებული
კომპონენტი:
|
||
სწავლების
შემდგომი შეფასება:
მოსწავლეებმა შეძლეს უცხო ტექსტის კითხვა, მისი
შინაარსის გაგება და გააზრება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა და საკუთარი ნამუშევრის
კლასისა და მასწავლებლის წინაშე წარდგენა.
|
რა
დამატებით რესურსს გამოიყენებთ?
|
Комментариев нет:
Отправить комментарий