სილაბუსები






მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია
სოფიო შეროზია
soposherozia@gmail.com

სასწავლო საგნის სახელწოდება
მათემატიკა

სწავლების კლასი
დაწყებითი საფეხური - II კლასი.


სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
5 კვირეული საათი. 35 კვირა.
2 სემესტრი - 175 საათი.











სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
რიცხვები და მოქმედებები:
მოსწავლე ეცნობა ორნიშნა რიცხვებს, უკავშირებს ერთმანეთს თვლას, რიცხვებსა და რიცხვით სახელებს. ასრულებს შეკება-გამოკლების მოქმედებებს, ახდენს გაორმაგება-განახევრებას, ხსნის ამოცანებს.
კანონზომიერებები და ალგებრა:
განალაგებს  ფიგურებს წესისი მიხედვით და  წარმოადგენს მიმდევრობას.
გეომეტრია და სივრცის აღქმა:
შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების ასაწყობად.შეუძლია გარემოში ორიენტირება.ფიგურათა შედარება.
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
აგროვებს მონაცემებს, განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით.სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას.

სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
 ე.ს.გ. გათვალისწინებული სასწავლო საგანი. 











სასწავლო საგნის მიზანი
·         ლოგიკურ ამოცანაში მოცემული სიტუაციის გაანალიზება, კავშირისა და კანონზომიერებათა გამოვლენა.
·         განიმტკიცონ გამოთვლითი უნარ-ჩვევები.
·         განივითარონ მსჯელობის უნარი.
·         განივითარონ საკუთარი აზრის გამოთქმის, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.
·          განივითარონ ზოგადინტელექტუალური უნარ-ჩვევები.
·         განიმტკიცონ ტოლი ფიგურების ცნება.
·         გამოიყენონ შეძენილი ცოდნა, განივითარონ კომუნიკაციის, დიალოგის, საკუთარი აზრის გამოთქმის, თვითშეფასების უნარ-ჩვევა.
·         განივითარონ სამეტყველო უნარ-ჩვევები.
·         განივითარონ სივრცითი აზროვნება.
·         ისწავლონ ორიენტირება გარემოში და ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერა.
·         განიმტკიცონ რაოდენობების შეფასებისა და შედარების უნარ-ჩვევები.
·         ისწავლონ უცნობი კომპონენტების მნიშვნელობის პოვნა.
·         ისწავლონ პრობლემათა გადაჭრა.
·         გაიწაფონ თვლა-ანგარიში.
·         განივითარონ მიმდევრობის შედარების უნარ-ჩვევა.
·         შეძლონ შეძენილი ცოდნის სისტემაში მოყვანა.
·         გაიღრმავონ წარმოდგენები დროსა და დროის საზომი ერთეულების შესახებ.
·         განიზოგადონ შეძენილი ცოდნა სიგრძის ცნების შესახებ.
·         განივითარონ სიგრძის გაზომვის უნარ-ჩვევა.
·         გაეცნონ შეკრების ასოციაციურობის თვისებას, გამოიყენონ შეკრების კომუტაციურობისა და ასოციაციურობის თვისებები.


სასწავლო საგნის ამოცანები
·         მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების დასახელება.
·         განახევრება-გაორმაგების შესრულება.
·         შეადაროს რაოდენობები.
·         ამოხსნას ამოცანები.
·         შეასრულოს შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
·         მოახდინოს დაკვირვება, მონაცემთა ამოკრება, დაჯგუფება,.

სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
·         მოსწავლლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები.
·         დამოუკიდებლად ორიენტირებენ სკოლაში.
·         ფლობენ გამოთვლით უნარ-ჩვევებს.
·         იციან საკუთარი აზრის გამოთქმა.
·         განვითარებული აქვთ მსჯელობის უნარი.
·         ლოგიკური აზროვნების უნარი.
·         გამომუშავებული აქვთ მოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევა.











კურსის ორგანიზაცია








ორგანიზების ფორმები:
·         ჯფუფური.
·         წყვილური.
·         დამოუკიდებელი.
·         მთელი კლასი.

მეცადინეობის ფორმები:
·         ლექციური.
·         პრაქტიული მუშაობა.
·         კომბინირებული პრეზენტაცია.

სწავლების მეთოდები:
·         ევრისტიკული.(სწავლა აღმოჩენით)
·         ინტერაქტიული.
·         პრობლემური.


სასწავლო კურსის შეფასება


მიმდინარე შეფასებები: განმავითარებელი.
შემაჯამებელი: განმავითარებელი.
განმავითარებელი შეფასება არის სიტყვიერი რეკომენდაცია, რჩევა.როგორც ზეპირი, ისე წერილობითი.


მისაღწევი შედეგები
რიცხვები და მოქმედებები:
v  მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
v  მოსწავლეს შეუძია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
v  მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გამორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
v  მოსწავლეს შეუძლია და შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
v  მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

კანონზომიერება და ალგებრა:
v  მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგების განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
v  მოსწავლეს შეუძლია შეკრების და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
გეომეტრია და სივრცის აღქმა:
v  მოსწავლეს შეუძლია  თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
v  მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
v  მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
v  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
v  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
v  მოსწვლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

რესურსი
მოსწავლის წიგნი „მათემატიკა 2“. ი. რუხაძე. გამომცემლობა „პედაგოგიკა“.
„დამატებითი სავარჯიშო მასალა“ - ი. რუხაძე. გამომცემლობა „პედაგოგიკა“.
„სავარჯიშო კრებული“ -ი. რუხაძე. გამომცემლობა“პედაგოგიკა“.
„მათემატიკის ტესტები“ - ზ. მწყერაშვილი. გამომცემლობა „თბილის 2007“.
„მათემატიკა 2“ - გოშხეთელიანი. გამომცემლობა „.....

ტექნიკური საშუალებები:
კომპიუტერი „ბუკი“. ინტერნეტი.
თვალსაჩინოება.
პლაკატები, ბარათები, საანგარიშო.
ადამიანური რესურსი“
კოლეგა, მშობელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий